воскресенье, 30 апреля 2017 г.

ტრეინინგის მე-4 დღე

      30 აპრილს გავიარეთ მოდული ||-სასწავლო პროექტის დაგეგმვა,ვიმუშავეთ პირველ და მეორე აქტივობაზე,შევისწავლეთ მესამე აქტივობაში შეფასების სტრატეგიები,მოსწავლეების წინარე ცოდნის საჭიროებების დადგენა.ეს დაგვეხმარება აქტივობების დაგეგმვაში.სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის მიხედვით შევავსეთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონი.
        


         ჩემი პროექტის სათაურია:,,ყვავილების ნადიმი"


      
მოსწავლეები დაახასიათებენ ყვავილებს,მოიძიებენ ინფორმაციას,შეისწავლიან ყვავილებს,როგორც ცოცხალი ბუნების ნაწილს. გავმართავთ დისკუსიას პრობლემის გადაჭრაზე-,,როგორ ვუმკურნალოთ ამპარტავნებას“,ყურადღებას გავამახვილებთ ადამიანის უდიდეს ღირსებაზე-თავმდაბლობაზე.მოსწავლეები ასევე შეასრულებენ ნახატებს,აპლიკაციებს,გაითამაშებენ როლურად ტექსტს ,,ყვავილების ნადიმი“,შეადგენენ დიაგრამებს,წარმოადგენენ პრეზენტაციას,დააკვირდებიან და გაანალიზებენ სლაიდშოუს.ბოლოს წავალთ  ექსკურსიაზე თბილისში ,,გარდენიაში“.
საგანი/საგნები
საგანი/საგნები რომლის ფარგლებშიც გეგმავთ პროექტს
ქართული ,ბუნება,ხელოვნება,ისტ-ი.

Комментариев нет:

Отправить комментарий