ჩემს შესახებ
მე ვარ ნინო ყრუაშვილი, ქალაქ რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი. სკოლაში მუშაობა დავიწყე 1991 წელს. მიყვარს ჩემი პროფესია და ვცდილობ, მოსწავლეებს არა მარტო განათლება მივცე,არამედ ადამიანებად აღვზარდო ისინი,ღირებულებებისადმი პატივისცემა ჩავუნერგო მათ.
მიყვარს უფალი, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, სიკეთით სავსე ადამიანები, ბავშვები, ჩემი ლამაზი სამშობლო, მშვენიერი ბუნება,მუსიკა, ხელოვნება.
ვაფასებ ადამიანებში სიყვარულის ნიჭს,სიკეთეს,უბრალოებას,თავმდაბლობას, სინანულისა და მიმტევებლობის უნარს, მადლიერების გრძნობას,კეთილსინდისიერებას, სამართლიანობას...
ძალიან მინდა,საქართველო მალე ვიხილო ერთიანი,ძლიერი, აყვავებული, დასახლებული მორწმუნე, კეთილი,მოსიყვარულე ადამიანებით,სადაც არ იარსებებს შური,გაუტანლობა,ბოროტება, ფარისევლობა, სადაც დაფასდება ნიჭი, იზეიმებს სამართლიანობა, სადაც არ იქნებიან გაჭირვებული ადამიანები....
Комментариев нет:
Отправить комментарий